“თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოვითხოვთ” – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, ელის, რომ მისი თანაგუნდელები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

მისი განცხადებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მას და მის გუნდს სხვა სამოქმედო გეგმაც გააჩნიათ.

ბესელიას განმარტებით, ის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს, რათა კონსტიტუციაში მოხდეს ცვლილებები და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს.

„მხარდაჭერას ველოდები. მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაშიც გვაქვს შემდეგი ნაბიჯი. ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება კონსტიტუციური ცვლილება, რომლის ხელმოწერებსაც დავიწყებთ და ყველას ლუსტრირება მოხდება, ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში გამოხატავს არა ხალხის ნებას, არამედ იმ მცირე ჯგუფისას, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაწილი,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

banner
წინა სტატიაშილიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატია“სასამართლო რეფორმის ხედვაა განსახილველი და არა ის, რომ შევაჩეროთ დანიშვნები და არ ვიცოდეთ, რა გზით წავიდეთ” – კახიძე ბესელიას კანონპროექტზე