თუ მოქალაქე ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, მასზე პირდაპირ ვერანაირად ვერ გავრცელდება უვიზო რეჟიმი

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცესსაგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპაში მცხოვრებ არალეგალ ქართველებში სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ მიიღონ ქვეყანაში დასაბრუნებელი მოწმობები, რათა შემდეგ ლეგალურად წავიდნენ ევროპაში.

”ამ მომენტში მყოფ არალეგალებს რაც შეეხებათ, ახლა ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაბრუნებელი მოწმობების მიღების მსურველთა რიცხვი. მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში ნებაყოფლობით, რათა შემდგომში მიეცეთ შესაძლებლობა ლეგალურად იქ შესვლის. თუ მოქალაქე ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, მასზე პირდაპირ ვერანაირად ვერ გავრცელდება უვიზო რეჟიმი, ამიტომ მათ თავიანთი სტატუსი აუცილებლად უნდა შეიცვალონ”, – განაცხადა ინგა კიკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პროკურატურა ფიიონის მდიდრული ტანსაცმლით დაინტერესდა
შემდეგი სტატიაყაზბეგში ზვავი ჩამოწვა-გარდაცვლილი უცხოელი მოთხილამურეა