თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა – კალაძე ევროკავშირზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამტკიცებს, რომ თუ საქართველოსთან ევროკავშირი მოლაპარაკებებს არ გახსნის გაწევრიანების საკითხზე, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. კალაძეს ჰკითხეს გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ სანამ რუსული კანონი იმოქმედებს, მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

კალაძე ასევე ამტკიცებს, რომ ზაფხულში შესრულებული იქნება ევროკავშირის 9-პუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტი.

თუ გერმანიის ელჩი მართალი აღმოჩნდება და მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ვისი პასუხისმგებლობა იქნება – ჰკითხა კალაძეს ჟურნალისტმა კალაძეს, რაზეც თბილისი მერი პასუხობს:

“ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, თუნდაც ის 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი მოლაპარაკების გახსნისთვის, ყველაფერი იქნება შესრულებული, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი იქნება მათ მხარეს”.

banner
წინა სტატიაშიბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
შემდეგი სტატიადეკანოიძე – კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა