თუ მიზანშეწონილია, პრეზიდენტის შენიშვნებს გავიზიარებთ, თუ არა, ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდად – ქანთარია

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

”არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, იმას, რომ პრეზიდენტს ვეტო მოენატრა და ახლა ამიტომ გამოიყენა ეს უფლება, თუმცა, ალბათ, არც ეს არ არის შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმ ნაწილზე, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება,”- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.

მისი თქმით, ე.ს. მესამე ტალღის კანონპროექტის განხილვა თავიდან მოხდება.

,,მოხდება ამის თავიდან განხილვა. თუ ჩვენ შევაფასებთ, რომ მიზანშეწონილია მისი ცვლილებების გაზიარება, გავიზიარებთ ამ ცვლილებებს. თუ არ გავიზიარებთ, ის დრო ნამდვილად აღარ არის, როცა ვეტოზე იყო ამტყდარი პანიკური მდგომარეობა – დაძლევენ თუ ვერა, ”რესპუბლიკელები” მისცემენ თუ არა ხმას და ა.შ. ახლა ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდ და ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებლად იქნება ყურადსაღები ის შენიშვნები, რომლებიც მან გადმოაგზავნა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშისაწყენია, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა – ცერცვაძის უკრაინაში გამგზავრება სააკაშვილმა უზრუნველყო
შემდეგი სტატიაჭიაბერაშვილი: სტრასბურგს ეჭვი შეეპარა, რომ წარდგენილი სამეულიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, მაღალ სტანდარტს ვერ უზრუნველყოფდა