“თუ მისი არგუმენტები სწორი იქნება, შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც” – ფოფხაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს, თუ შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, მოხდება საფუძვლიანი არგუმენტების წარდგენა, შესაძლებელია მათი გათვალისწინება:
„მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ეს პოზიცია სწორი არ არის, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მზად არ ვართ, კონსულტაციები გავიაროთ და სახალხო დამცველის პოზიციაც მოვისმინოთ. თუ მისი არგუმენტები სწორი იქნება, შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. მგონია, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციურ სტანდარტს ადგენს და სწორედ იმას ემსახურება, რომ მოქმედი კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრი ყველაფრის განმსაზღვრელი არ არის და საკითხი დამატებით უნდა გავაანაალიზოთ. სურვილი არ გვაქვს იმის, რომ შემოქმედებით წრეებს დამატებითი შეზღუდვები დავუწესოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციური სტანდარტის ასახვა იყო კანონმდებლობაში. ინიცირება იმას არ ნიშნავს, რომ კანონპროექტის ავტორებს იმის სურვილი და რესურსი არ ჰქონდეთ, რომ ყველა განსხვავებული მოსაზრება მაქსიმალურად გაითვალისწინოს” აცხადებს ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიიზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება – შოთაძე