“თუ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში დააკავებენ, მის მოქალაქეობას მნიშვნელობა არ ექნება”

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პროკურატურისთვის არაფერს ცვლის.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას, შოთაძემ ის პროცედურები განმარტა თუ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

“ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს ოთხი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ოთხივე საქმე სასამართლოშია წარმართული და მიმდინარეობს არსებითი განხილვა. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქმის მსვლელობას არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს. აგიხსნით ამ შემთხვევაში როგორი პროცედურები არსებობს. შეზღუდვა არის დაწესებული, ვთქვათ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში უკრაინას, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ კონსტიტუციური გარანტია საკუთარი მოქალაქეებისთვის და არ ახდენენ ამ პირების ექსტრადირებას. მიუხედავად ამისა, ვიდრე მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, საქართველოს პროკურატურამ თავის დროზე მიმართა კოლეგა უკრაინის პროკურატურას და ვთხოვეთ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში. რაზეც მივიღეთ ოფიციალურად მათგან პასუხი, შესაბამისად, ის სიტუაცია, რაც მოქალაქეობის შეწყვეტამდე არსებობდა, ჩვენთვის გარემოებებს არ ცვლის”, – აღნიშნა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ დააკავებენ, მისი ექსტრადირება საქართველოში განხორციელდება.

“თუ მისი დაკავება ბრადებულის სახით მოხდება უცხოეთში, უკრაინის მოქალაქე არის თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევააში გადამწყევტი არის ბრალდებები, რასაც ედავება საქართველოს მხარე და ჩვენც გვაქვს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც საქართველოში აკავებენ უცხოეთის მოქალაქეს და მისი გადაცემა ხდება სხვა ქვეყნისათვის, ვინაიდან დანაშაული აქვს ჩადენილი არა მის ქვეყანაში. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და აქ გასართულებელი არაფერია”, – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მოქალაქეობა დღეს შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშიგვინდა, რომ ქართული ცეკვის ტრადიცია იყოს საგზაო მოძრაობების სფეროშიც – თალაკვაძე
შემდეგი სტატია,, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია”