“თუ მექნება შესაძლებლობა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ნამდვილად დავესწრები”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლას დაესწროს.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული თემა სპეკულაციის საგანი არ უნდა იყოს.

“ეს თემა დღის წესრიგში და სპეკულაციის საგანი აღარ უნდა იყოს. თუ მექნება ფიზიკურად შესაძლებლობა, ნამდვილად დავესწრები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლირი გამოსვლა პარლამენტში, თებერვალში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კაციტაძე მანანა კობახიძეს პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებს
შემდეგი სტატია,,გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით”