“თუ მექნება საშუალება, პრეზიდენტის გამოსვლას აუცილებლად დავესწრები”

tamar-sanikidze

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვალზე დასწრების დიდი სურვილი აქვს.

მიუხედავად ამისა, სანიკიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა, უფრო გადაუდებელი სიტუაციის გამო, არჩევანის წინაშე დადგეს და ამიტომ გამოსვლას ვერ დაესწროს.

“თუ მექნება ამისი საშუალება, აუცილებლად დავესწრები. საშუალებაში იმას ვგულსიხმობ, რომ ვიყო საქართველოში, ან არ იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც ჩემი ყოფნის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, ვიდრე ეს კონკრეტული გამოსვლა. ყველანაირად ვეცდები, რომ დავესწრო. საინტერესო ინქება ნამდვილად”, – განაცხადა სანიკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სავარაუდოდ თებერვლში, პირველ პარასკევს წარსდგება. ცნობისთვის, 2014 და 2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში, ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები არ დასწრებიან.

banner
წინა სტატიაშიშენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ახალი წესები 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატია“ერაყელ სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტის სტატუსი შეიჩერონ, სანამ მათი ბედი გადაწყდება”