თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, პასუხი იქნება – არა, არ არის მზად – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს. კითხვაზე – არის თუ არა საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ – არა.

მისი თქმით, თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში.

„რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობას, თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ამისთვის, პასუხი იქნება – არა, არ არის მზად. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა ჩარჩოს, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს რეფორმების გატარებისა და სამუშაოს განხორციელების გზით. მოგეხსენებათ, დღეს ბრიუსელში სხვადასხვა მოსაზრებებია ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, ერთ რამეში ერთსულოვნებაა – ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში“, – განაცხადა ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში აცხადებენ, რომ „კლუბების საქმეში“ ბრალდებულების სახით დაკავებულებმა ორ შემთხვევაში არანარკოტიკული საშუალებები გაყიდეს
შემდეგი სტატიაშსს: ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. “ფეიქებს” არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ