“თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ ვარ“ – ზვიად კურპავა საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ელოდებიან.

ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზეა დაბარებული.

უფლებადამცველი მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თავად კუპრავა კი აბსურდულს უწოდებს მის ბრალდებას და ზაქარეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

„მას შემდეგ, რაც ზაქარეიშვილი გახდა სუს-ის დეკლარილებული აგენტი მე ამ ადამიანთან კომუნიკაცია არ მაქვს, ზედმეტია ლაპარაკი ყოველგვარ ცემაზე ზაქარეიშვილის.

არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვარ სამუშაო რეჟიმში, თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ ვარ“ -ამბობს კუპრავა.

banner
წინა სტატიაში“მე შეიძლება დავტოვო კენჭისყრის შემდგომ უმრავლესობა,” – ბექა ნაცვლიშვილი დღევანდელ სხდომას ელოდება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს