თუ მას უნდა, რომ ასეთი სახის სანახაობა მიიღოს, ამ სანახაობას მიიღებს!

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

„რუსთავი 2“-ის საქმე – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა მას გარიგება შეთავაზეს, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი მიიღო.

ირაკლი ოქრუაშვილი ყვება, რომ ივანიშვილთან დაახლოებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები სძთავაზობდნენ, რომ „რუსთავი 2“-ის თემაზე მათთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა.

„გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის ცვლილების მოთხოვნა და ამ პოზიციაში რა იგულისხმება, ამაზე დღეს არ ვილაპარაკებ, რის გამოც დაიძაბა ჩემი ურთიერთობა მათთან 2016 წლის შემდეგ. თუ მას უნდა, რომ ასეთი სახის სანახაობა მიიღოს, ამ სანახაობას მიიღებს,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ უარი ამ გარიგებაზე, მმართველი გუნდის ლიდერთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„სანახაობა იქნება გაცილებით შთამბეჭდავი, სანახაობა იქნება ყველა კარტის გახსნით, თუ რას ითხოვდნენ მისი სახელით გარკვეული მაღალჩინოსნები ჩემგან მისი სახელით გარკვეულ საქმეებზე, თუ რას ითხოვდნენ მისი სახელით “რუსთავი 2”-ის საქმეზე, რაზეც უარი ვუთხარი,“ – ამბობს ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: დაფარული ამბების გამჟღავნების დრო დგება
შემდეგი სტატიამაღალჩინოსანი სტუდენტები-უნივერსიტეტში, სადაც წულუკიანი სწავლობს, ყალბი დიპლომები გაიცემა