თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – თალაკვაძე

თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო – ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს“, – დასძინა თალაკვაძემ.

გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი” – ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუთანასწორობა დააკანონეს და უთანასწორობის პარალელურად, შეურაცხყოფას შეურაცხყოფაზე აყენებდნენ კოლეგა პარლამენტარებს – კორძაია