“თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით საკუთარ თავს რა გაუკეთა ჩემი კომენტარი ზედმეტია” – ბესელია

ეკა ბესელია რეგიონალური განვითარების მინისტრის განცხადებას, სადაც ისამბობს, რომ საკუთარ განცხადებაში არაეთიკურს ვერაფერს ხედავს.
ეკა ბესელიას თქმით, პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს იმაზე უარესს ვერ გაუკეთებს, რაც ცქიტიშვილმა საკუთარ თავს, გუშინდელი განცხადებით გაუკეთა.

“თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით საკუთარ თავს რა გაუკეთა და იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს, თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია, მე არ ვთლი ღირსად, ამის შემდეგ მასზე კომენტარი ვაკეთო, იმიტომ, რომ იმაზე უარესს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს ვერ გაუკეთებ, ვიდრე იმ სიტყვებით და იმ კომენტარით გააკეთა, რაც გააკეთა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება, უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა და სანამ სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას რა თანამდებობაზეც ზის, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი”- განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია “რუსთავი 2”-ში საგანგებო განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს
შემდეგი სტატიაშსს-მ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები პირველმა ატვირთა და გაავრცელა