“თუ „ლელოს“ მხრიდან პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივა იქნება დაყენებული, ეს წინადადება განხილული უნდა იყოს”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ „ლელოს“ მხრიდან პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივა იქნება დაყენებული, ეს წინადადება განხილული უნდა იყოს და პასუხი გაეცემა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „ლელოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მოიწვიონ, პოლიტიკური დებატები გაიმართოს და ასევე უწყებაში სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გამოცხადდეს.

„ეჭვი მაქვს, „ლელო“ რის გამოც ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, საკმაოდ არაორაზროვნად მიუთითებდა იმაზე, რომ მათ მიმართ ბრალდებები არ იყო საფუძველმოკლებული, თუმცა გამოძიებას მოითხოვდა და ამ ბრალდებებზე პასუხები არ მოიძებნა გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ველზე ეს ძალა შემოვიდა. მათი განცხადებები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ამ მოცემულობით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიანიკოლაძის ქუჩაზე 20 წლამდე ბიჭი ჩაცხრილეს