თუ კრიზისის მოგვარება უნდათ, ნატო-მ კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში კრემლის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” “მკაცრად გეგმის მიხედვით ვითარდება”. ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან საუბრისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიზნებს “აუცილებლად მიაღწევენ”.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო ისევ გააკრიტიკა და ალიანსი უკრაინას რუსეთის შეკავების “ინსტრუმენტად” გამოყენებაში დაადანაშაულა.

ლავროვის თქმით, აშშ-მ და დასავლეთის ქვეყნებმა აიძულეს კიევი, გაეკეთებინა “ხელოვნური, ყალბი არჩევანი: ან დასავლეთთან, ან მოსკოვთან”.

“თუ აშშ და ნატო ნამდვილად არიან დაინტერესებული უკრაინის კრიზისის მოგვარებით, მაშინ, უპირველესად, უნდა გამოფხიზლდნენ და შეწყვიტონ კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება”, – თქვა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია; ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ