ალექსეი სმირნოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-11 ცალკეული სადესანტო-საჰაერო მოიერიშე ბრიგადის სამხედრო, „უკრაინის გასათავისუფლებლად“ ჩამოვიდა ირკუტსკიდან. ჯგუფთან ერთად ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე “შტურმზე” გაუშვეს. აცხადებს, რომ ცოცხლად მხოლოდ ის გადარჩა:
„ 20 ჯარისკაცზე მეტი “დვესტია” (200 – ამ ტერმინით სამხედროები მოკლულს აღნიშნავენ) . ამ ნაბიჭვ**ბს, ჩვენს ხელმძღვანელობას საერთოდ დავავიწყდით. ახლა კი შეხედეთ, თუ რა დღე დაგვატყდა თავს: ევაკუაცია და კავშირი არ არსებობს”, – ამბობს სმირნოვი გავრცელებულ ვიდეოში, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
ამავე მიმართვაში სიმრნოვი ურჩევს თანამოქალაქეებს, რომ არ წამოვიდნენ ფრონტზე და იფიქრონ თავიანთ ოჯახებზე… წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან “შავ პარკებში” გატანის პერსპექტივას “უხატავს” და ეუბნება:
“მას შემდეგ, რაც შეიარაღებულ ძალებთან შეერთების კონტრაქტს ხელს აწერ, შენ მათთვის მხოლოდ მომდევნო “ხორცს” წარმოადგენ, მორიგი გვამი ხარ… არავის ადარდებს, თუ რა დაგვემართებაო ჩვენ, რუს სამხედროებს…”, – ამბობს სმირნოვი.


















