“თუ კოდექსი არ შეიცვალა ამ კოდექსითა და საარჩევნო კომისიით არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს” – დავითაია

ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება – ყველა, მინუს ივანიშვილი.
ამ დროისათვის კონსულტაციების პირველი რაუნდი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრება.

პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად, პარტიები სარჩელის შეტანას და არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას გეგმავენ.

„საარჩევნო გარემო, საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს. უნდა შემუშავდეს თამაშის წესები, რომელიც მისაღები იქნება ყველასათვის. საუბარია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კოდექსი არ შეიცვალა ამ კოდექსითა და საარჩევნო კომისიით არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს,“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაში“ახალი მემარჯვენეები” გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან, თუმცა საკუთარ პირობას ასახელებენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ინაუგურაციაზე მოვიწვევთ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს