“ქართული ოცნების” დეპუტატს, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც რუსულ კანონზე თქვა, რომ როცა ოკუპანტი ქვეყანა მიესალმება ამ კანონპროექტს, მეგობრები შეშფოთებას გამოხატავენ, კითხვა უნდა დაისვას, არის თუ არა ის კარგი.
მდინარაძემ თქვა, რომ ელჩის კრიტიკას არ იღებენ და კითხვას უტრირებულად უპასუხა:
“დრამატიზირებისათვის და უტრირებისთვის ბოდიში, თუ კი ჩვენი მეგობრები გვეტყვიან მოდით, ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან, რომ კარგია, ისინი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, თუ უნდა გავაგრძელოთ?!”