,,თუ ყველას ვერ ვამდიდრებთ, მაშინ ყველა გავაკოტროთ! ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მოიქცა როგორც ნარკომანი შვილი “

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ე.წ. ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:

“31 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ცვლილება დააკანონა, რომლის თანახმადაც ე.წ. ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.

კანონი, რომელიც გასაიდუმლოებული იყო ძალაში შედის 12 ივნისიდან.

ამ კანონის დაწესება და იმპორტიორებისთვის მხოლოდ 12 დღის მიცემა, რათა ფეხი აუწყონ და გაითვალისწინონ ახალი პირობები, კომპანიებში წარმოქმნის მძიმე ფინანსურ დაბრკოლებებს და პრობლემებს’,- ნათქვამია განცხადებაში.

“ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ამ ცვლილებებით მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ივნისისა და ივლისის თვეში ბიუჯეტი შეავსოს, რაც არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება და ერთჯერადი გამოსავალი პრობლემის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ბიზნეს კლიმატს და მნიშვნელოვნად დააზარალებს ოქროს სიაში მყოფ ბიზნესებს;

თავიანთი არაპროფესიონალიზმის გასამართლებლად გამოყენებულია კომუნისტური არგუმენტი ფინანსთა მინისტრის მიერ, რომ თითქოს კომპანიებს ამ ცვლილებებით პირობები გაუთანაბრდებათ, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ყველას ვერ ვამდიდრებთ, მაშინ ყველა გავაკოტროთ! ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მოიქცა როგორც ნარკომანი შვილი, რომელიც კლავს მშობლებს ფულის ასაღებად, რათა შეიძინოს ნარკოტიკების ერთი დოზა“ – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშიებით დღეს განცხადება გაავრცელა ამერიკის სავაჭრო პალატამაც.

ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

banner
წინა სტატიაში,,არ მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ სხვა ხასიათზე გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული”
შემდეგი სტატიაკარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა იჭერდნენ – ბოკერია