თუ ყველაფერი კარგად მიდის და ლარი მაინც უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი ვერ გამოსწორდება-დავით ბარქაძე

საპარლამენტო უმცირესობაში ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკური გუნდისგან განმარტებებს ელოდებიან. მათი განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენცია და მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის რეალური გეგმა ვითარების გასაჯანსაღებლად და ეს ქმედებები ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, მოსახლეობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

„თუ ყველაფერი კარგად მიდის და ლარი მაინც უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერაფერი ვერ გამოსწორდება, ამიტომ მთავრობას არც კი ესმის, რომ ასეთი განცხადებებით ისინი უფრო ხელს უწყობენ გაურკვევლობის და პანიკის შექმნას მოსახლეობაში. სინამდვილეში რა თქმა უნდა ლარი გამოსწორებადია, ამას სჭირდება ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაში“სახელისუფლებო გუნდმა ამაზე პასუხი უნდა აგოს”-სერგი კაპანაძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიააფეთქება მექსიკაში – 29 დაღუპული და ათეულობით დაშავებული