“თუ ყველა მხარე ბევრს იმუშავებს, ამ ომს დავასრულებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო პროცესში რუსეთიც და უკრაინაც უნდა წავიდნენ კომპრომისზე, ხოლო მაღალი თანამდებობის პირების მომავალი სამმხრივი შეხვედრა „პოზიტიური“ ნაბიჯია.
„ჩვენ იმ მომენტში ვართ, როდესაც ვფიქრობ, რომ თუ ყველა მხარე ბევრს იმუშავებს, ამ ომს დავასრულებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

















