“თუ ყველა დამნაშავეს არ დასჯიან, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ” – ქვემო ქართლში მომხდარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ოჯახი სამართალდამცველებს აფრთხილებს

საზარელი შემთხვევა ქვემო ქართლში. 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. 15-მდე ადამიანმა მას ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი სოფელ გაჩიანთან ახლოს მოხდა. მოძალადეებმა მომხდარი ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დაზარალებულის ახლობლები მომხდარის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

დაზარალებული ამ დროისთვის კომაზოტურ მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება. ექიმებს ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

დაზარალებულების მშობლების თქმით, მათი შვილი იმყოფებოდა რუსთავში, რა დროსაც ყარაჯალადან მასთან ჩავიდა დაახლოებთ 7 ადამიანი და გაიტაცეს ძალის გამოყენებით. როგორც დაზარალებულის ოჯახში ყვებიან, მამაკაცს თავში ჩაარტყეს ბოთლი, რის შემდეგადაც გადმოიყვანეს სოფელ ყარაჯალაში, სადაც მინდორში გაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს.

”ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და მასთან ყოფნა უნდოდა. ახლა ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა, თქვენ თვითონაც ნახეთ ვიდეო რაც გაუკეთეს. სახე აღარ უჩანს ისეა ნაწამები, 20-25 ადამიანი იყო,“ – განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა.

დაზარალებულის ახლობლები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ქმედების ჩადენით იმუქრებიან.

“პატრული ჩვენ არ გამოგვიძახია საავადმყოფოდან დაურეკეს. თუ ყველა დამნაშავეს არ დასჯიან, ჩვენს იგივეს გავაკეთებთ. ახლა მხოლოდ 4 კაცია დაკავებული. ორივე ძმა, ის ვინც იღებდა და ვინც მანქანას მართავდა, არადა ბევრად მეტი იყვნენ. თავის საქმეს რომ მორჩნენ, ჩაი ხანაში ჩამოვიდნენ და იქ თქვეს, წადით და თქვენს მკვდარს მიხედეთო,“ – აღნიშნა დაზარალებულის ნათესავმა ედიკა აბდულაევმა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ნაპოვნი ბოთლის ნამსხვრევები – დავით ქაცარავა ბორჯომის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაბორჯომის ტყეში, სასაფლაოების მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა