“თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია”

ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ესწრებიან.

პუბლიცისტის თაკო ჩარკვიანის შეფასებით, რამდენად უკიდურესად სუბიექტურადაც არ უნდა თვლიდე მედია საშუალებას, ის არ უნდა დაიხუროს.

“მე მაქვს პოზიცია, რომ არასახელმწიფოებრივი, არაგონივრული, პოლიტიკურად სრულიად წამგებიანი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ შეეხოს რუსთავი 2-ს. რაოდენ უკიდურესად სუბიექტურადაც არ უნდა თვლიდე მედია საშუალებას, ის არამც და არამც არ უნდა დაიხუროს. თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: გადაწყვეტილება დაწერილია
შემდეგი სტატიამე შიშით ვუყურებ სასამართლოს, რომ ეს კოლეგია, ერთი კაცის ახირებას გაუკეთებს რეალიზებას