„თუ ხელისუფლება არ წავა კომპრომისებზე, ზურაბიშვილთან შეხვედრების ფორმატიც დარჩება ზოგადი დისკუსიების ფორმატად“ – გიგი წერეთელი

„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მანამ სანამ დავინახავთ, რომ რაიმე შანსი არსებობს შეთანხმების. ჯერჯერობით სკეპსისი დიდია. ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია პროცესი და ის იდეა, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაიმე დარჩეს ღირებული ეროვნული თანხმობის კუთხით. ეს ყველაფერი სიმპატიურად გამოიყურება მაგრამ ამ იდეას უნდა მოყვეს შემდგომი ქმედითი ნაბიჯები,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
„როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო ეროვნულ შეთანხმებაზეა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კრიზისის განმუხტვის კუთხით, როგორც დავინახეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა, უმთავრესად ეს არის ხელისუფლების საქმე, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ხელისუფლების გაგება მთელი ამ კრიზისის სიღრმის რაც დღეს არის საქართველოში და არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან მაშინ ეს ფორმატი იქნება მხოლოდ ზოგადი დისკუსიების ფორმატი. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მანამ სანამ დავინახავთ, რომ რაიმე შანსი არსებობს შეთანხმების.ჯერჯერობითთ სკეპსისი არის დიდი. ჩემი აზრით , სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია პროცესი და ის იდეა, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაიმე დარჩეს ღირებული თანხმობის კუთხით. , ეს ყველაფერი სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ყველაფერს უნდა მოყვეს ქმედითი ნაბიჯები, ამ ეტაპზე მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სახელისუფლებო თამაში, მაგრამ შესაძლებელია ეს მოსაზრებაც გაჩნდეს თუკი არანაირი კონკრეტულუ შედეგი არ იქნება, როცა დავინახავთ პროცესის ცვლილებას უარყოფითი მიმართულებით.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენზეა მორგებული“ – რას ფიქრობს ხალხი მგზავრობის სააბონენტო სისტემაზე
შემდეგი სტატიახოშტარია: ნატოში ქართული საზოგადოების გაწევრიანება არის მყარი ისტორიული არჩევანი