,,თუ ხალხი არ გამოფხიზლდა, ცოცხებიც მალე იქნება“ – პაატა ბურჭულაძე

ფონდ ,,იავნანას“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფბას“ მიერ პროკურატურისადმი მიმართვას პაატა ბურჭულაძე ივანიშვილის მიერ დაგეგმილ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი ადამიანი ვის თავშიც ეს აზრი მოვიდოდა, რომ ფონდის მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას და ფინანსების მითვისებას, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია.
„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს კამპანია მზადდებოდა, მაგრამ ბოლოსთვის მაინც ვერ ვიფიქრებდი, რომ ფონდს მიადგებოდნენ გასანადგურებლად. ესენი ხომ აგადგურებენ სიკეთეს ქვეყანაში. ყველა რეჟიმი მარცხდება და მალე ვნახავთ ამ საქმის შემკვეთებს და შემსრულებლებს, ყველანი დაისჯებიან, მაგრამ რად გინდათ… ამ გზაზე იმდენ რამეს გააფუჭბენ, რომ თავიდან დაწყება ძნელი იქნება. თუ ხალხი დროულად არ გამოფხიზლდა, ცოცხებიც მალე იქნება“ – აცხადებს ბურჭულაძე.

ფონდი „იავნანა“ არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს განცხადებით პასუხობს, სადაც აღნიშნულია, რომ „ციფრებით მანიპულირება“ მიმდინარეობს. ხოლო მათივე ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძეს ფონდთან ურთიერთობა რამდენიმე წელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო აღარ აქვს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) დავით საყვარელიძე: “ეს არის მოკითხვა პოროშენკოსგან”
შემდეგი სტატია(ვიდეო) სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-94233 სამხედრო სწავლების დროს დაზიანდა