თუ კარგად მოიქცევით, მომავალში შეიძლება დაგიშვათ მთავრობის სხდომაზე – რიჟვაძე ჟურნალისტებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნე რიჟვაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ თუ “კარგად მოიქცევიან და “ზრდილობას გამოიჩენენ” მომავალში შესაძლოა მთავრობის სხდომაზე დაუშვას. შეგახსენებთ, რომ “ოცნების” წევრები ბოიკოტს კრიტიკულ მედიას უცხადებენ.

ჟურნალისტმა რიჟვაძეს ჰკითხა, რატომ არ უშვებდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სხდომაზე:

“თუ კარგად მოიქცევით და ზრილობას გამოიჩენ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

TV25-ის ჟურნალისტის დამატებით კითხვას, თუ რატომ აყენებდა რიჟვაძე შეურაცხყოფას მედიას მან გაქცევით უპასუხა.

banner
წინა სტატიაში„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე: ლამის ბიბლიად აქციეს მიშელის დოკუმენტი
შემდეგი სტატიათბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა