თუ კარასინს და რუსეთის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესები დავთმოთ, ეს არ მოხდება

თუ გრიგორი კარასინს და რუსეთის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესები, ბუნებრივია, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხელისუფლების რიტორიკა შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

„ინტერესი, რა თქმა უნდა, არის დეოკუპაცია. ჩვენი ინტერესები არის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევა და რიტორიკა არის აქედან გამომდინარე. ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა 2015 წლის შემდეგ, კერძოდ, გადავედით როგორც მოგეხსენებათ, პრაგმატულ პოლიტიკაზე, რასაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუმცა, ეს არ გულისხმობს ჩვენივე ეროვნული ინტერესების დათმობას. თუ კარასინს და რუსეთის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ჩვენ დავთმოთ ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესები, ბუნებრივია, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება“,–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა.

banner
წინა სტატიაში,,ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა მოითხოვდა არა გაქცევას, არამედ კენჭისყრას – ეს მარგველაშვილის მიმართ ჩემი მთავარი პრეტენზიაა”
შემდეგი სტატია“მოღალატე “რუსთავი2″ აცოცხლებთ ნაციონალების სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა”