“თუ კანონში გაიწერა, ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, რა საჭიროა პრეზიდენტი” – ზვიად ძიძიგური

“ქართული ოცნების” წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, თუკი კანონში გაიწერება, ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, პრეზიდენტი მაშინ საჭირო აღარ იქნება.

„თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები, რომ ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი ანდა პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება. ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც კი საუბარი მქონდა, ამ თემაზე, ყველანი ეთანხმებიან, რომ ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ამ მინდორზე ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ არის საჭირო რამე დამატებითი სტრუქტურის, ან სამუშაო ჯგუფის შექმნა იმისათვის, რომ დახვეწოს პრეზიდენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, იმისათვის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შეწყალება”,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი ამხილა
შემდეგი სტატიამოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას – NDI