“თუ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება, ომი რანაირად დავიწყეთ?”-გიორგი ტიგინაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი ჯერ იყო და იძახდა, რომ “ომი საქართველომ დაიწყო და მძინარე ცხინვალი დაბომბაო”. თუ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება, ომი რანაირად დავიწყეთ? ან ხუთი დღის ევაკურირებულ ცხინვალს ჩვენ როგორ დავესხით თავს? მედვედევმა და პუტინმაც არაერთგზის აღნიშნეს, რომ ისინი ემზადებოდნენ “ცხინვალის რეგიონისა და კოდორის ხეობის საქართველოს სახელმწიფო მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად”, მაგრამ ეს ქალი ჯიუტად ოიკოფობიურ განცხადებებს აკეთებს!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც “სალომე ქართველის” ფსევდონიმით დაგმო ზვიად გამსახურდიას ეროვნული და კანონიერი ხელისუფლება და პუტჩისტების სამხედრო გადატრიალება დემოკრატიულ მოვლენად შეაფასა…

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია არ მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ჩვენი საპატრიარქოს საქმეა!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც პოლიციელის მკვლელი, პედოფილები, ნარკოვაჭრები და ყაჩაღები შეიწყალა (სხვათაშორის რამდენიმე მათგანი საპატრიარქოს სიის მიხედვითაც, ნანა კაკაბაძე და მავანნი, რომ ფინანსურ კარტელს ატრიალებენ მსჯავრდებულებთან)!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობაც კი არ გაითვალისწინა და ისევ შორენა თეთრუაშვილის დირექტივით იმოქმედა (მათ ხომ ერთი პატრონი ჰყავთ ჩრდილოეთში)!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც დავით-გარეჯთან დაკვშირებით გაკეთებული მატრაკვეცული და ურაპატრიოტული კომენტარების გამო, აზერბაიჯანულ მხარეს რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგა და სადემარკაციო ხაზი გაავლებინა სადავო თუ ნეიტრალურ ტერიტორიაზე!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც ეკლესიაში არსებულ კრიზისზე, სოდომიასა და მაფიოზურ მდგენელზე მსჯელობა – “ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და ღირსების” წინააღმდეგ წასვლად შერაცხა და მხილებას უწოდა მტრობა, რითაც სრული ლეგიტიმაცია მისცა იმ ჰედონიზმს რაც საპატრიარქოშია გამეფებული.

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელმაც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის გამოყენებაზე უარი განაცხადა არჩევნებამდე, ხოლო პრეზიდენტდ არჩევის (დანიშვნის) შემდეგ კი მშვენივრად მოიხმარა!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი იყო, რომლის არცერთ საგარეო ვიზიტსაც არავითარი შედეგი დღემდე არ მოჰყოლია და დღემდე მხოლოოდენ საექსკურსიო დანიშნულებას ატარებს!

სწორედ, სალომე ზურაბიშვილი, იყო რომელმაც განაცხადა, რომ “საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის მომხრე არაა, რადგან ეს მოვლენა რეგიონში ვითარების დაძაბვას გამოიწვევსო”!

ეს ადამიანი არის არაადექვატური, ნევროტიკი და შეუგნებელი. მის ენაბორძიკულ და კომიკურ გამონათქვამებს აღარ შევეხები. სირცხვილია მისი პრეზიდენტობა!!!”-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშისაქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტი-აზერბაიჯანული მხარე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“არასწორად იყო ინტერპრეტირებული პრეზიდენტის განცხადება”