თუ ივანიშვილი გაბედავს და დადგება პრეზიდენტობის კანდიდატად, საზოგადოება მის მარცხს იხილავს – კუპრაძე

“თუ ივანიშვილი გაბედავს და დადგება პრეზიდენტობის კანდიდატად კარგი იქნება, რადგან საზოგადოება იხილავს, პირადად ივანიშვილის მარცხს საქართველოს მოსახლეობასთან” – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლო წარდგენას.

კუპრაძე სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში დადებითად უყურებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, მის საკითხს პარტია პოლიტსაბჭოს დონეზე განიხილავს.

თუ ბიძინა ივანიშვილი გაბედავს და დადგება პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება კარგი, რადგან საზოგადოებამ უნდა იხილოს პირადად ბიძინა ივანიშვილის მარცხი საქართველოს მოსახლეობასთან. ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება როგორც რუსული რეჟიმის დამკანონებელი ამ ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული არ თქმულა საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ პოზიტიურად ვუყურებთ მის როლს ქართულ, ამჟამინდელ პოლიტიკაში, ეს მსჯელობის საგანი იქნება და “ლელო” პოლიტსაბჭოს დონეზე ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას”, – ამბობს კუპრაძე.

ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის – “ქართულ ოცნება” არ უარყოფს, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

განცხადება “პირველებთან” დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა გააკეთეს. მათ გადაჭრით არ უთქვამთ, რომ ისინი საპრეზიდენტო კანდიდატად ოლიგარქის კანდიდატურას არ განიხილავენ.

ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას, რომ მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი – “თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება” – უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიდაიბრუნე 20% თიბისის ბარათით გადახდისას ქუთაისში
შემდეგი სტატიასტოლტენბერგის თქმით, უნგრეთი დათანხმდა, ვეტო არ დაადოს უკრაინისთვის ალიანსის დახმარებას