თუ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე მას მხარს დავუჭერ

პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან ​არავითარი კოორდინაცია არ აქვს.

„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე-სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, არაერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს თავად ირაკლი კობახიძისთვისაც სასიკეთო იქნება.

„ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და დაახლოებით ორ წელში ეს პარლამენტი მუშაობას დაასრულებს. გასათვალისწინებელია, რომ მოკლე პერიოდია დარჩენილი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიბესელიასგან კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ისეთივე პოპულისტურია, როგორც კანონპროექტი, რომლის გამოც ოროსანი ვუწოდე
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა