ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირს შეადარა.
ლუაზო სვამს კითხვას, თუ ირაკლი კობახიძეს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს.
მისი თქმით, “ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება“.
თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. და, სხვათა შორის, ის არ იყო ვითომ რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?” , – წერს ლუაზო.