თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, რომ ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდება საკმარისი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება – სარჯველაძე

“თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, რომ ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდება საკმარისი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა, სწორედ საბოლოო დიაგნოზის დასმის შემდეგ გაირკვევა.

ჰიპოთეტურად თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერცერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდეს, შეიძლება ასეთი საკმარისი ასეთი სერვისისთვის და ამასთან დაკავშირებით, გუშინაც აღინიშნა, რომ ღმერთმა დაიფაროს, რომ მას ასეთი რამ სჭირდეს ბატონ სააკაშვილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება ამაზე საერთოდ საუბარი შეძლება დაიწყოს, მანამდე რასაკვირველია ეს არის საფუძველს მოკლებული”, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
შემდეგი სტატიაატლანტიკურმა საბჭომ უკრაინელ ხალხს ჯილდო გადასცა