,,თუ გვინდა მეტი ევროპა მეტი უნდა ვიბრძოლოთ”-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან პირველი ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის შედეგები შეაფასა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

,, ზოგადად ყველა შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. განწყობები ევროკავშირში და ნატოშიც იყო პოზიტიური. შემიძლია გითხრათ რომ საქართველო არის დაფასებული და ძალიან მაღლა დგას. ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ ჩვენი ენთუზიაზმი და სწრაფვა ინტეგრაციის უცლელია. სწორედ ეს განწყობა ჩავიტანე. განწყობები ორმხრივია. ამბიციური ვიქნები და ვიტყვი ,რომ ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას მათი მხრიდან,თუმცა ვიტყვი რომ თუ გვინდა მეტი ევროპა მეტი უნდა ვიბრძალოთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, პრეზიდენტი პასუხობს ,რომ ახლა ამის ნიადაგი არ არის, რადგან მაისში დაგეგმილია არჩევნები, სადაც ევროსაბჭო ახალ შემადგენლობას აირჩევს და ჯერ ევროპას თავად აქვს სამუშაო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს