“თუ გქონდა, მე აღარ მჯერა, რომ არ გამოიყენებდი” – იაგო ხვიჩია “ქართულ ოცნებას”

 

პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა „ბიბისის“ საგამოძიებო მასალა სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა, აღნიშნული ქიმიური ნივთიერების არსებობა, მმართველმა გუნდმა უკვე დაადასტურა.

ამასთანავე, ხვიჩიასთვის დაუჯერებელი რჩება ის საკითხი, რომ აღნიშნული ნივთიერების არსებობის შემთხვევაში “ოცნებამ” ის არ გამოიყენა.

“პრობლემა იმაში მდგომარეობს, მე, რომელსაც არ მჯერა „ბიბისის“ გამოძიების ამბავი, უცბად გამოვარდა „ქართული ოცნება“ და კიო, გვქონდაო ჩვენ ეს ნივთიერებაო, მაშინ თუ გქონდა, მე აღარ მჯერა, რომ არ გამოიყენებდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.”

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თაღლითური სქემა გამოავლინა და 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიათიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა