25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“თუ გილაურს პროტესტის ვალდებულება არ ჰქონდა, რიგით მოქალაქეებს რატომ აქვთ?”- ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას პასუხობს

ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას იმ განცხადებას აკრიტიკებს, სადაც ხოშტარია ნიკა გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ მას „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.

„ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.

მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?

ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით.

ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება“, – წერს ანა წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი “ლელოს” წევრს: შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში
შემდეგი სტატიამექსიკაში ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღნიშვნის დროს სამი ადამიანი დაიღუპა