თუ გჭირდებათ ექოსკოპისტი ან თამადა, კი ბატონო, თუ დეპუტატი – კახაძე შეურაცხყოფაა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” მიერ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძის დასახელებას ეხმაურება. უგულავას შეფასებით, მმართველი გუნდი თანმიმდევრული არაა, რადგან თავის დროზე იმ პარტიას, რომელმაც 2016 წელს კახაძე მაჟორიტარად წარადგინა მოღალატედ მიიჩნევდა.

“თუ გჭირდებათ ექოსკოპისტი კი ბატონო, ბაზარი არაა! თუ ვირჩევთ თამადას მოსულა (მე არ მომწონს მაგრამ ოკ), მაგრამ თუ ვირჩევთ დეპუტატს ლადო კახაძე უბრალოდ შეურაცხყოფაა. ქართული ოცნება უბრალოდ დაგვცინის. ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია? ექოსკოპისტი და მარკშეიდერი სჭირდება? შეგახსენებთ, კახაძემ ბურჭულაძის პარტიიდან 2016 იყარა კენჭი მთაწმინდაზე და 2,3% მიიღო. მაშინ “ბურჭულაძეები” მოღალატეები იყვნენ “კობახიძეებისთვის” – ახლა რა შეიცვალა? სადაა ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან ნამუსი – თქვე მართლა “დედის საშო გამოვლილო ნაყოფნო” ( ლ. კახაძე) #შალვაშავგულიძე – სამართლის უზენაესობა”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე
შემდეგი სტატიაარასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს