თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი! – კალაძე

თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატო-ს.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.

„ერთადერთ რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს – ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხე გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიმაჩნია, რომ ხელისუფლების ნებისმიერი განზრახვა, რომ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრციდან გასვლის შანსი დაუკარგოს, განწირული იქნება – მელია
შემდეგი სტატიაშანსი დიდია საქართველოსთვის, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება, გაფართოება ორმხრივი პროცესია, ქვეყანამ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ასევე ევროკავშირმა – შოლცი