21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“თუ განიცდიან, თავიდან ჩავატაროთ კენჭისყრა”- შალვა კერესელიძე “ოცნების” 16 დეპუტატის გადაწყვეტილებაზე

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ უმრავლესობის წევრების მიერ ოპოზიციური კანონპროექტის მხარდაჭერას მიზანმიმართული ნაბიჯი უწოდა და გამოეხმაურა განცხადებებს ტექნიკური შეცდომის შესახებ.

„თავის გამართლების მიზნით, ზოგმა შემთხვევითობას დააბრალა, ზოგმა ტექნიკურ შეცდომას, მაგრამ ფაქტი არის ერთი — შეიძლება დავუშვათ, რომ მექანიკურად მოხდა რაღაც რაოდენობა, მაგრამ ის, რომ 16-მა ადამიანმა ასეთი შეცდომა დაუშვა, ასეთი რამ არ არსებობს. ძალიან ბევრია ისეთიც, ვინც უბრალოდ მხარი არ დაუჭირა, თავი შეიკავა ან მონაწილეობა არ მიიღო. ეს არის ჩვეულებრივად მიზანმიმართული გადაწყვეტილება. თუ ეს ასე არ არის, გუშინაც შევთავაზეთ — ჩავატაროთ თავიდან კენჭისყრა, არავითარი პრობლემა არ არის“, — განაცხადა კერესელიძემ.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (მათ შორის: თეა წულუკიანმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, გურამ მაჭარაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და სხვებმა). სულ კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი: თუ ОДКБ-იდან ჩვენი გარიცხვა სურთ, გაგვრიცხონ- 102-ე სამხედრო ბაზა არ გვჭირდება
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: არბიტრაჟში წაგებული დავები ხალხს 1.5 მილიარდ ლარზე მეტი უჯდება – ეს “ოცნების” მავნებლობის შედეგია