თუ გამოჯანმრთელდება და მოგვარდება ყველაფერი, ალბათ უკრაინაში უნდა იყოს – გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი გამოჯანმრთელდება და იურიდიული მხარეც მოგვარდება, ის ალბათ როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინაში უნდა იყოს.

„ჩვენ საერთოდ არ ვეხებით ამ თემებს, იმიტომ რომ ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. რაც შეეხება ადვოკატებს, ეს თემა მათი გამოგონილი ხომ არ არის? ალბათ საუბრობენ ერთმანეთთან ამ თემებზე. ლოგიკურია, რომ თუ გამოჯანმრთელდება და მოგვარდება რაღაცნაირად იურიდიული მხარე, ალბათ უკრაინაში უნდა იყოს როგორც უკრაინის მოქალაქე“, – აცხადებს ალასანია.

banner
წინა სტატიაშიექიმი გიორგი ვენეცკისა და მფრინავი დიმა ქააძის ცხედრები სახლებში გადაასვენეს
შემდეგი სტატიაკიევის რეგიონში რუსების მიერ ნაწამები სამოქალაქო პირის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს