თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას საზოგადოება გაიგებს – გოგაძე

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2016 10:56

თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას საზოგადოება გაიგებს – გოგაძე

თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას საზოგადოება გაიგებს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“გივი თარგამაძის განცხადებასთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. გამოძიება მიმდინარეობს. ბატონი გივი რას თვლის ეს ჩემთვის უცნობია. გამოძიება ნებისმიერ საქმეზე, მათ შორის, ამ საქმეზე წინასწარ ვერ იტყვის თუ რა გამოიკვეთება. გამოძიების პროცესში თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს საზოგადოებას ეცოდინება”, – განაცხადა გოგაძემ.

14 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე დაიკითხა. დეპუტატი მისი მანქანის აფეთქების საქმის მასალებს გაეცნო. მისი განცხადებით, ძირითადი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.

“არ ვენდობი ამ გამოძიებას და ვთვლი, რომ როცა საქმის მეორე ნაწილს გავეცნობი, მაინც არაფერი შეიცვლება“, -აღნიშნა გივი თარგამაძემ.

news
ავტ.: news დეკემბერი 15, 2016 10:56