“თუ გადადგებიან “რესპუბლიკელი” თანამდებობის პირები, მეც დავტოვებ პარტიას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კარგი იქნება თუ “რესპუბლიკური პარტიის” ორი მინისტრი – თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ დაკავებულ თანამდებობას.

მეჭიაურის თქმით, თუ ყველა “რესპუბლიკელი” დატოვებს თანამდებობას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დატოვებს ის თანამდებობას და პარტიას.

“თუ გადადგებიან “რესპუბლიკელების” თანამდებობის პირები, რომლებმაც “ოცნების” ხარჯზე მიიღეს ეს თანამდებობები, მზად ვარ, მეც დავტოვო ჩემი თანამდებობა და თუ საჭიროა, პარტიაც”,- განაცხადა მეჭიაურმა “პირველ პრესკლუბში.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 329,520.55 ლარი მიიღო
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: მგონია, რომ ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში პრემიერ-მინისტრიც არ არის დარწმუნებული