თუ ევროპას მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოსს ომისთვის – მაკრონი

თუ ევროპას მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოსს ომისთვის – ეს განცხადება რამდენიმე საათის წინ ემანუელ მაკრონმა გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორი სახელმწიფოს გამარჯვება ევროპის მიმართ ნდობას გაანულებს.

TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში მან ისაუბრა უკრაინელების დახმარებაზე, ქვეყანაში ჯარების გაგზავნასა და რუსი დიქტატორის პუტინის ბირთვულ საფრთხეებზე.

თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას, თუ სიტუაცია გაუარესდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მზად ვიქნებით. და იმისათვის, რომ მზად ვიყოთ, მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს, რათა რუსეთმა არასოდეს გაიმარჯვოს“, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მიერ გატაცებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაბერლინში ერთმანეთს გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები შეხვდებიან