“თუ, ეს სიმართლეა, საშინელებაა” – ეუთო–ს თავმჯდომარე BBC-ის ინფორმაციაზე

ეუთოს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ “თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა”.

ვალტონენის კითხვა „ტვ პირველის“ სახელით ქართველმა ჟურნალისტმა, დავით კიკალიშვილმა დაუსვა.

ეს არის ის, რასაც ეუთოც და საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან მკაცრად დაგმობს – ამბობს ეუთოს თავმჯდომარე.

დავით კიკალიშვილი: ხომ არ გინახავთ ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოეყენებინათ. როგორია თქვენი რეაქცია ამასთან დაკავშირებით? და მეორე კითხვა, ხომ არ შეხვდით თქვენს კოლეგას საქართველოდან?

ელინა ვალტონენი: ვფიქრობ, რომ მზარდი რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ ბოლო თვეებში შეშფოთების საგანია. მე ეუთოს ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ თბილისში ვიზიტს ვაპირებდი, არც ისე დიდი ხნის წინ. კარგი შეხვედრა მქონდა ჩემ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მე ასევე მქონდა შეხვედრა სამოქალაქოო საზოგადოებასთანაც , მე თავად ვნახე დემონსტრაციაა პარლამენტის შენობის წინ, იმედგაცრუებული ადამიანებთან ერთად, რომლებსაც სათქმელიც კი აღარაფერი აქვთ საქრთველოს მომავალსა და ბედთან დაკავშირებით, რაც ძალიან მაშფოთებს. ეუთო ყველაფერს აკეთებს რაც ჩვენ ხელშია, რომ დავეხმაროთ მხოლოდ ქრთველ ხალხს, ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვიტონ მათი ქვეყნის მომავალი. რაც შეეხება, ქიმიური იარაღისს სავარაუდო გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ , თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა. ეს არის ის, რასაც ეუთოც და საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან მკაცრად დაგმობსს. ამ მოვლენებს ახლოდან დავაკვირდებით. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ იმყოფება ვენაში, მას პირადად დღეს არ შევხვედრივარ”, – განაცხადა ვალტონენიმ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

banner
წინა სტატიაშიაღმოჩნდება, თუ არა “ოცნების” ლიდერების გვარ–სახელები რუსული ГРУ-ს აგენტების გვერდით?!
შემდეგი სტატიაგერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა