“თუ, ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას” – შოთა უტიაშვილი

“ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას, ვინც ამ საშინელ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, შოთა უტიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ოცნების” ხელისუფლების მიერ აქტივისტებზე (სავარაუდოდ) გამოყენებულ იქნა პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი.

როგორც უტიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, ჟურნალისტური გამოძიება, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს წყარო, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნისათვის, მაგრამ სრულიად საკმარისია OPCW-ის დაინტერესებისა და ორგანიზაციის მიერ გამოძიების ჩასატარებლად.

“თაიმერი” ანალიტიკოსის, შოთა უტიაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია OPCW, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც გაეროს ქვემდებარეა და რომელსაც საქართველოცაა მიერთებული. ეს ორგანიზაცია იძიებს ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო შემთხვევებს, მათ შორის სირიაში ასადის მიერ ხალხის მასობრივ მოწამვლას, სადამ ჰუსეინის მიერ გაზის გამოყენებას ირანელებისა და ქურთების წინააღმდეგ, პუტინის მიერ სკრიპალების მოწამვლას და აშ.

ჟურნალისტური გამოძიება, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს წყარო, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის საბოლოო დასკვნისათვის, მაგრამ სრულიად საკმარისია ამ ორგანიზაციის მიერ გამოძიების ჩასატარებლად. და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას, ვინც ამ საშინელ სავარაუდო დანაშაულში მიიღო მონაწილეობა“ — წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიემიგრანტების უფლებების დასაცავად დიასპორის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილთან კონსულტაციები გამართეს
შემდეგი სტატიაკალაძე: BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, ყველაფერს კადრულობენ