“თუ ეს მოხდა ძალიან დასაგმობია” – ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

გუშინ გამთენიისას თბილისის აეროპორტში რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები დასაგმობია. რაც შეეხება საქმის გადაკვალიფიცირებას, ამის შესახებ ყოფილ პრემიერს ინფორმაცია არ აქვს.

“ძალიან განსაცდელია, ეს ხუმრობით მაგრამ, სერიოზულად თუ ეს მოხდა ძალიან დასაგმობია, მაგას არავითარი იუმორი არ სჭირდება. არ მინახავს და არ ვიცი, თქვენ როგორც წესი აჭარბებთ და არ ვიცი,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის დამ ჩვენება შეცვალა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ბიზნესის წარმომადგენლებთან ასეთი ფორმატის შეხვედრის ორგანიზება ყოველთვის საინტერესოა