“თუ ეს დამტკიცდება, მაშინ ჩვენი ეროვნული ღირსება მოითხოვს იმას, რომ მე თანამდებობა დავტოვო”

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თანამდებობის დატოვების პირობას დებს, თუკი გაჩნდება მტკიცებულება, რომ თურქეთი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“ ყიდულობს. ამის შესახებ განცხადება კლიმატის საერთაშორისო სამიტზე მყოფმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
„თუ ეს დამტკიცდება, მაშინ ჩვენი ეროვნული ღირსება მოითხოვს იმას, რომ მე თანამდებობა დავტოვო. ჩვენ არ ვართ ისეთი უღირსები, რომ ნავთობი ტერორისტებისგან ვიყიდოთ, თუ დამტკიცდება, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით, მე ჩემს პოსტს დავტოვებ. თუ ვინმეს აქვს რამე მტკიცებულება, წარმოადგინონ და ვნახოთ“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბრალდება, რომ თურქეთის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან გარიგებაშია და მათგან ნავთობს ყიდულობს, რუსეთის პრეზიდენტმა გააჟღერა. პუტინის თქმით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ნავთობის უმეტესი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე ხვდება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია
შემდეგი სტატია“ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ბრალდებული 4 პირი დააკავეს – სუს-ის განცხადება