თუ ეს ჩანაწერი არ არის ფაბრიკაცია მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ეს არის მძიმე დანაშაულის სერიოზული მტკიცებულება და გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავ ამას თუ ნაბიჯები არ მოჰყვება,- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგა ბოკერია მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, გუშინ, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას:

ბოკერიას თქმით, უნდა დადგინდეს არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური.

„თუ ეს ჩანაწერი არ არის ფაბრიკაცია და ამის გარკვევა ძალიან მარტივია ტექნიკურად, მაშინ ეს ძალიან სერიოზული საქმეა და მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა. ამ შემთხვევაში არ მესმის, რატომ არ იდგმება ეს ნაბიჯები“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილი 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატია12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა