თუ დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვებენ, გავასაჩივრებთ – ჯიშკარიანი

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ალტერნატიული კომისიის ექსპერტები დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულებას გეგმავენ, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, მიეცემათ თუ არა ამის შესაძლებლობა.

“შეზღუდვები რომელიც არის დაწესებული, რა თქმა უნდა, არის არაკონსტიტუციური, განსაკუთრებით ადვოკატების ნაწილში, ასევე, ექსპერტიზის ნაწილში. მე მივწერე გუშინ გორის ჰოსპიტალის მთავარ ექიმს, თუმცა არ გამოგვეპასუხა, რომ ექსპერტიზის შეზღუდვის უფლება არ აქვს, ვინაიდან ამას განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და პატიმარს აქვს უფლება, ჩაიტაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. ასე რომ, დღეს თუ არ შეგვიშვებენ, ან იქნება რაიმე დაბრკოლება, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ.

ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არის კიდევ უფრო დამძიმებული”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

მისი თქმით, თუ დღეს საშუალება მიეცემათ, შეაფასებენ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ასევე, იმ ფაქტს, რაც გუშინწინ დაწესებულებაში მოხდა.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” “ლელოს” ალტერნატიული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორზე, ისევ არ დაარეგისტრირებინა
შემდეგი სტატიაინსტიტუტებზე თავდასხმა და სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია – ხოშტარია “ოცნების” კანონპროექტებზე