თუ დღეს არ შეუწყვეტენ დეპუტატებს უფლებამოსილებას, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე – ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეყვეტის პროცესს ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ქართული ოცნება მთელი მისი მოქმედებებით არაპროგნოზირებადია, თუმცა თუ დღეს არ მოხდება ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებების დაკმაყოფილება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, ვითარება და ფაქტობრივი მდგომარეობა ვერ შეიცვლება, რომ საქართველოს აქვს ჩრდიოლოკორეის ერთპარტიული პარლამენტი.
„ჩვენი გეგმების თაობაზე არაერთხელ გვაქვს ნათქვამი და უფრო მეტიც, წერილობით განცხადებები შესულია უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, ამის თქმა არის ძალიან ძნელი, იმიტომ, რომ არაპროგნოზირებადია ქართული ოცნება მთელი თავისი მოქმედებებით, მაგრამ თუ დღეს არ მოხდება კანონის შესრულება და არ შეუწყვეტენ იმ ადამიანებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, ვისაც არ უნდა, რომ პარლამენტის წევრი იყოს და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინოს, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, რისი ნიშნებიც ჩვენ გვაქვს, ვითარება და ფაქტობრივი მდგომარეობა ვერ შეიცვლება, რომ ეს არის ჩრდიოლოკორეის ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ეს გუშინ თავის განცხადებაში თავისგან დამოუკიდებლად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა.“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი